ინდოეთის საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 10 ახალშობილის სიცოცხლე ემსხვერპლა

09 იან 2021

ინდოეთის შტატ მაჰარაშტრას საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 10 ახალშობილის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ხანძრის დროს  ჩვილების განყოფილებაში 17 ახალშობილი იმყოფებოდა და მხოლოდ 7-ის გადარჩენა მოხერხდა. მაჰარაშტრას მთავარმა მინისტრმა სამართალდამცავებს ინციდენტის გამოძიება დაავალა.