ინდონეზიაში გაუჩინარდა თვითმფრინავი, რომელსაც 50-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა

09 იან 2021

ინდონეზიაში სამგზავრო ბოინგი რადარებიდან გაუჩინარდა. როიტერსის ინფორმაციით ბორტზე 50-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა.

რადარებიდან გაუჩინარებული ინდონეზიური ავიაკომპანიის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები მეთევზეებმა, სავარაუდოდ, ჯაკარტას ჩრდილოეთით ზღვაში აღმოაჩინეს.  არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ბოლოს კუნძულ იავასთან, იავის ზღვის აკვატორიის თავზე დააფიქსირეს.

ბბს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი რეგისტრაციის დეტალების თანახმად, თვითმფრინავი  26 წლის ბოინგ 737-ია. ფაქტთან დაკავშირებით სამძებრო და სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.