სამმხრივი შეხვედრა მოსკოვში

11 იან 2021

კრემლში რუსეთის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა პუტინის ინიციატივით იმართება. შეხვედრაზე   აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების მიერ მთიანი ყარაბაღის შესახებ 2020 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმების შესრულებისა და რეგიონში არსებული პრობლემების გადაჭრის შემდგომ ნაბიჯებზე მსჯელობენ.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების, აგრეთვე სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განვითარების საკითხებს.