დიდაჭარა-საციხურის საავტომობილო გზის მონაკვეთი დაზიანდა

12 იან 2021

ძლიერი წვიმის შედეგად ხულოში, დიდაჭარა-საციხურის საავტომობილო გზის მონაკვეთი ჩავარდა. ამ ეტაპზე ადგილობრივები შემოვლითი ღორჯომი-აგარა-საციხურის გზით სარგებლობენ.

ადიდებულმა მდინარემ გზას ნიადაგი გამოაცალა. 

ჯერ-ჯერობით შემთხვევის ადგილზე სპეციალისტები არ მისულან. 

ხულოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე ლოკაციაზე მეწყერული პროცესები განვითარდა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

აჭარის მაღალმთიანეთში მეორე დღეა წვიმს.