შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი?

25 ოქტ 2016

შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი დღეს გახდება ცნობილი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, რომელზეც  გადაწყვეტილებას მიიღებენ დღესაა ჩანიშნული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა 7 სექტემბერს ჩატარდა, მაშინ განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შემცირდა. განაკვეთის შემცირება რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე პროცენტის კლებას იწვევს.