„ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

16 იან 2021

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დღევანდელ ყრილობაზე, პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე ერთხმად აირჩიეს.

ყრილობა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა და პანდემიიდან გამომდინარე, მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 400-მდე დელეგატი ესწრებოდა.

პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილი გაავრცელა.