ბაკურიანში საოჯახო სასტუმროებს სტუმრების მიღება აუკრძალეს

17 იან 2021

ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად  დამსვენებელთა სიმრავლე შეინიშნება. კადრები ბაკურიანიდან რამდენიმე წუთის წინ მოგვაწოდეს.  თითქმის შევსებულია საოჯახო ტიპის სასტუმროები.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების ინფორმაციით, ბაკურიანში საოჯახო სასტუმროების მფლობელებს სტუმრების მიღება აუკრძალეს.

მათ ასევე შეატყობინეს, რომ დააჯარიმებენ, თუ სტუმრები დღის ბოლომდე დაქირავებულ ბინებს არ დაცლიან. დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე არ მუშაობს საბაგიროები და და დაკეტილია სათხილამურო ტრასები.შესაძლოა დაიხუროს პარკებიც.