შაქარაშვილის საქმე-ვახო ახვლედიანის გამოკითხვა

19 იან 2021

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, რამდენიმე საათია,  დაზარალებულის სტატუსის მქონე მოწმის, ვახო ახვლედიანის გამოკითხვა გრძელდება.

ერთ-ერთი ბრალდებულის, ზ.ხ.ს- ადვოკატი ამბობს, რომ ვახო ახვლედიანი ვერ საუბრობს იმ გარემოებაზე, თუ როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი წყალში.