21 იან 2021
ხულოში მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 90 სმ-ს აღწევს. ჩაკეტილია შიდა სასოფლო გზები.
აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, დაწყებულია ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზების გაწმენდა.

გადაადგილება გართულებულია ცენტრალურ მაგისტრალზეც. აჭარის მაღალმთიანეთში რამდენიმე დღეა თოვს.
რაც შეეხება ელექტრომომარაგებას, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში შეზღუდვები არ არის.