''მოქალაქეების'' კონსულტაცია ''ქართულ ოცნებასთან''

22 იან 2021

,,მოქალაქეები“ პარლამენტში ჯერ არ შედიან. მათ „ოცნებასთან" შეთანხმებას დღეს ვერ მიაღწიეს. ერთადერთი თემა, რომლის გარშემოც მმართველი გუნდის და მოქალაქეების პოზიციების დაახლოება მოხდა საარჩევნო რეფორმაა.

არჩილ თალაკვაძის კაბინეტში გამართული 2 საათიანი მსჯელობის შემდეგ, მოქალაქეების ლიდერმა განაცხადა, რომ პოლიტპატიმრები ის საკვანძო საკითხია, რაზეც ხელისუფლებასთან ვერ შეთანხმდა. 

ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებასთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს გააგრძელებს.