შსს-მ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 738 პირი დააჯარიმა

23 იან 2021

ბოლო 24 საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად 111 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებიც კომენდანტის საათის დროს გადაადგილდებოდნენ. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე,  738 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.