შაქარაშვილის საქმე-ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა

26 იან 2021

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის პროცესი დღეს ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. ამ საქმეზე პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში გუშინ თითქმის 8 საათი გაგრძელდა. გამოიკითხა მთავარი მოწმე და დაზარალებული გურამ ამირხანაშვილი.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, ამირხანაშვილმა ხუთივე ბრალდებული ამოიცნო. მოწმის ჩვენებებს არასანდოდ თვლის დაცვის მხარე.

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა კვირის ბოლომდე უნდა დასრულდეს.