ავტობანის მშენებლობისგან დაბზარული სახლი

26 იან 2021

მახინჯაურში კონცელიძის 69 - ში მცხოვრები ოჯახი ამტკიცებს, რომ ავტობანის მშენებლობის გამო, სახლს ბზარები გაუჩნდა. სახლი გზიდან  40 მეტრითაა დაშორებული. ოჯახში 4 მცირეწლოვანია, მშობლებს  ბავშვები დღისით მეზობელთან ან ნათესავთან გაჰყავთ.

ყვებიან, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში კომპანიას და საავტომობილო გზების დეპარტამენტს განცხადებით სამჯერ მიმართეს. პასუხი კი არ მიუღიათ. საქართველოს საავტომობილო გზების  დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ცენტერაძეების ოჯახის პრობლემას იცნობენ და 29 იანვარს ვითარებას ადგილზე შეისწავლიან.