30 მილიონი ევრო მმართველობითი რეფორმისთვის

26 ოქტ 2016

საქართველოს ევროპული ტიპის მმართველობითი ინსტიტუციების ჩამოყალიბებისთვის, ევროკავშირი 30 მილიონ ევროს ოდენობის გრანტს გამოუყოფს.  პრემიერ-მინისტრის განცხადებით  ეს არის  სპეციალური გრანტი, რომელიც გამიზნულია მმართველობითი რეფორმისთვის, რომელიც 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულებაა. დღესვე გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა.