ზურაბ პატარაძე მკლავჭიდელებს შეხვდა

26 ოქტ 2016

ზურაბ პატარაძე მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულებს შეხვდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მათ გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.  2016 წლის 1-10 ოქტომბერს ბულგარეთში მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც 52 ქვეყნის სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ შორის 4 აჭარიდან იყო, რომლებმაც წარმატებით იასპარეზეს.