შეზღუდვა გაზმომარაგებაში

26 ოქტ 2016

კომპანია  ,,სოკარჯორჯია გაზი“ აჭარის  ინფორმაციით, მამია ვარშანიძის 118 -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას დაზიანებული მიწისქვეშა მილის გამო ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა ბათუმში  1700 აბონენტს. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და  გაზის მიწოდება ეტაპობრივად დღეიდან დაიწყება.