აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა

30 იან 2021

შეხვედრა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ მათ 2021 წლის განსახორციელებელი პროგრამები გააცნო.

როგორც მინისტრმა განაცხადა, გაგრძელდება სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო სახნავ-სათესი ფართობების უსასყიდლოდ დახვნა, სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება 15 წარმატებული პროექტი, როგორც პირველადი წარმოების, ასევე გადამუშავება-შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით.

გაერთიანებების და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდება 150-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების და მცირე საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოდგენილი პროექტი.