იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები მშენებლობაზე, სადაც მუშა დაიღუპა?

30 იან 2021

ბათუმში, ანგისის დასახლებაში ახალგაზრდა  კაცი მშენებლობიდან გადმოვარდა და  გარდაიცვალა. გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

კომპანია „სუპერ გრუპ“-ის ხელმძღვანელები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ, რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, ერთ-ერთი თანამშრომელის თქმით უსაფრთხოების თანამშრომელი ჰყავთ. 

ჩვენ გადავიღეთ კადრები სადაც ჩანს,  რომ  ნაგებობის უკანა მხარეს, იქ საიდანაც მუშა გადმოვარდა დამცავი ბადე არ არის. ვითარებას ადგილზე აჭარის პროფკავშირების გაერთიანება გაეცნო.