2 დღე სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის კენჭისყრამდე

31 იან 2021

ორ თებერვალს  მეათე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. მთავარი საკითხი პარლამენტის 51 წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაა, რასაც თავად ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ და მანდატებზე უარის თქმით 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

თავად ქართული ოცნების  წევრებს შორის ოპონენტებისთვის მანდატების შეწყვეტის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა.