რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში?

31 იან 2021

1 თებერვლიდან კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ჩატარებული 12  700 ტესტიდან კი კოვიდ 19-ი,  479 ადამიანს დაუდასტურდა. კვლავ მაღალია ინფიცირების რიცხვი თბილისში.

დედაქალაქში გვაქვს ვირუსით ინფიცირების 191 შემთხვევა, აჭარაში 25.. მოხსნილ შეზღუდვებს შორისაა მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვა, თუმცა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კვლავ არ იმუშავებს.