ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 4000-ს გადააჭარბა

31 იან 2021

როიტერსის ცნობით, რუსმა სამართალდამცველებმა მოსკოვში მიმდინარე აქციის დროს  ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია დააკავეს. ქმრის  მხარდამჭერ აქციაზე ის უკვე მეორედ დააკავეს. ქვეყნის მასშტაბით კი 2000-ზე მეტი მომიტინგეა დაკავებული.

რუსეთში ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს. მას  28 იანვარს სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ნავალნის პირობითი მსჯავრის დარღვევას ედავებიან.