სოფელ ლეღვაში ხანძარია

01 თებ 2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ლეღვაში ხანძარია. ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლის კერა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხანძრის გაჩენის მიზეზი დაუდევრობაა.