02 თებ 2021
ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყდათ. გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარლამენტის სხდომამდე ''ქართული ოცნების'' ოფისში გაკეთდა.
მმართველ გუნდში განმარტეს, რომ მათი ინფორმაციით, რამდენიმე დეპუტატი საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას აპირებს. საპარლამენტო ცხოვრებაში დღეიდან ჩაერთო პარტია ''მოქალაქეები''.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ''ქართული ოცნება'' ამ გადაწყვეტილებით ცდილობს ერთპარტიული პარლამენტი არ გააფორმოს.