რესტორატორები შეზღუდვებს ბოიკოტს უცხადებენ

03 თებ 2021

რესტორნების მფლობელები დაუმორჩილებლობას და შესაბამისად ეკონომიკური საქმიანობის აღდგენას აანონსებენ.

თუ მომდევნო ორ დღეში საკოორდინაციო საბჭო  გადაწყვეტილებას არ შეცვლის და მათ საქმიანობის განახლების უფლება არ მიეცემათ, ისინი კვების ობიექტებს თვითნებურად გახსნიან.სახელისუფლებო გუნდში კი მათ პასუხობენ, რომ კანონდარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციები გატარდება.