ნაფიც მსაჯულთა შერჩევა 1 წელია ვერ მოხერხდა

03 თებ 2021

იმ ბრალდებულთა ვერდიქტი, რომლებმაც არჩიეს, რომ მათი საქმეები ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვიტონ დროში გაიწელა. მიზეზი ის გახლავთ, რომ აჭარაში ნაფიცი მსაჯულები ვერ შეირჩა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში 3 სხვადასხვა სისხლის სამართლის მძიმე კატეგორიის ბრალდებულები განაჩენს ელიან.

ნაფიცი მსაჯულების შერჩევა ორი წელია დაიწყო, თუმცა ჯერ მათი მონაწილეობით არცერთი პროცესი არ გამართულა.