ბათუმში ხვალ წვიმაა მოსალოდნელი

04 თებ 2021

ხვალ, 5 თებერვალს აჭარაში ამინდი შეიცვლება და დღისით სანაპირო კურორტებზე გაწვიმდება, მთაში მოთოვს. ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ქარი 9-14 მეტრი წამში.

შაბათს დღის საათებში კვლავ გამოიდარებს.