ხანძარი კოვიდ კლინიკაში

04 თებ 2021

უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში მდებარე საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ, 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაღუპულებს შორის რეანიმაციული განყოფილების 3 პაციენტი და ერთი ექიმია. ხანძარი საავადმყოფოს პირველ სართულზე გაჩნდა, სადაც პაციენტები ხელოვნური სუნთქვის აპარატებზე იყვნენ მიერთებული.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის თქმით, ხანძარი, სავარაუდოდ, ჟანგბადის გაჟონვამ გამოიწვია.