ბაიდენის რიტორიკა მოსკოვისთვის მიუღებელია

05 თებ 2021

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის მოთხოვნა ალექსეი ნავალნის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, აგრესიული და არაკონსტრუქციული რიტორიკაა.  

პესკოვის თქმით, ულტიმატუმის ტონი მოსკოვისთვის მიუღებელია. აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლება  ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ნავალნი დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს.