ნოსტალგია საბავშვო ბაღებში

05 თებ 2021

ბაღიდან იწყება ბავშვისთვის იმის გაცნობა, რა არის ოჯახს მიღმა, იწყება გარესამყაროს შეცნობის მნიშვნელოვანი პროცესი. კორონავირუსის პანდემიამ კი აღსაზრდელებისა და აღმზრდელების ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა.

1 წელია პატარები საყვარელს სივრცის მიღმა არიან, ბავშვებთან განშორება რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა აღმზრდელებისთვის.