ბაზრობებზე მუშაობა განახლდა

08 თებ 2021

დღეიდან შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით განაახლა მუშაობა ავტობუსებმა, მიკრო ავტობუსებმა და მეტრომ. ტრანსპორტი მგზავრებს სამუშაო დღეებში 21 საათამდე მოემსახურება, შეზღუდვა შენარჩუნდება შაბათ-კვირას. დღეიდან ასევე მუშაობა განაახლეს ღია და დახურულმა ბაზრობებმა. თუმცა ამ შემთხვევაშიც, შეზღუდვების შემსუბუქება დასვენების დღეებზე არ ვრცელდება.