კარტოგრაფების საქმე-წინასასამართლო სხდომა

10 თებ 2021

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვას საქმეზე წინასასამართლო სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმ მტკიცებულებების დასაშვებობაზე რომელიც წარდგენილი აქვს ბრალდების მხარეს. ასევე უნდა გადაიხედოს ივერი მელაშვილის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები, რომლებშიც ის საუბრობს, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორია არ არის. ბრალდებულები და მათი ადვოკატები ითხოვენ, რომ სასამართლომ მტკიცებულებების სახით ამოღებული რუკებით არ იხელმძღვანელოს, მათ აქვთ იმედი, რომ სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.