ვაქცინის შემოტანის გეგმა - ოპოზიციის შეთავაზება

11 თებ 2021

''ნაციონალურმა მოძრაობამ'', ''ლელომ'' და ''სტრატეგია აღმაშენებლემა''  პრემიერ- მინისტრის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანეს.

ოპოზიციური პარტიები სთავაზობენ ხელისუფლებას, ერთობლივი ძალებით მოხდეს საქართველოში ვაქცინის შემოტანა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ საკითხი ადამიანების სიცოცხლეს ეხება და დაპირისპირებულმა მხარეებმა გამოსავალი ერთობლივად უნდა იპოვონ.