12 თებ 2021
თურქეთის სახელმწიფო ტელეარხმა ეთერში კომპანია „სტრატფორის“ მიერ მომზადებული რუკა წარმოადგინა, რომელზეც ანკარის გავლენის სფეროს გაფართოებაა ნავარაუდები. კომპანიის პროგნოზით, 2050 წლისთვის თურქეთის გავლენის სფეროში ბალკანეთი, ჩრდილოეთ აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი, ამიერკავკასია, შუა აზია და ასევე რუსეთის ნაწილი მოექცევა. ანკარის ინტერესების ზონაში აღმოჩნდნენ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები, ყირიმი, კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეები, როსტოვის და ასტრახანის ოლქები, ყალმუხეთი და რუსეთის ევროპული ნაწილის სამხრეთ რეგიონები. სტრატფორის პროგნოზით, თურქეთის გავლენის ზონაში უნდა აღმოჩნდნენ საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი,ლიბია, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, ერაყი, სირია, საბერძნეთი, კვიპროსი, იემენი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ყოფილი საბჭოთა კავშირის აზიური რესპუბლიკების ნაწილი.