12 თებ 2021
უცნაურსა და გაუგებარს უწოდებს გერმანია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მოსკოვი ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტისთვის მზად არის. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეა ზასემ განაცხადა.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა; თუ ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციებს დააწესებს, რომელიც ეკონომიკას საფრთხეს შეუქმნის, მოსკოვი მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობა გაწყვიტოს.
ლავროვის განცხადებით, რუსეთს მსოფლიო ცხოვრებისგან იზოლირება არ სურს, თუმცა ამისთვის მზად უნდა იყოს. „თუ მშვიდობა გსურს, ემზადე ომისთვის“ – აღნიშნა ლავროვმა.