შესრულებული სამუშაოებით უკმაყოფილო მოსახლეობა

28 ოქტ 2016

უჩამბის მოსახლეობა 4 სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე ფერდსამაგრი სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაზე   საუბრობს. ადგილობრივების თქმით, არასათანადოდ შესრულებულმა სამუშაოებმა მეწყრული პროცესები გამოიწვია და ნაპრალები გააჩინა.  აღნიშნული გაბიონის მშენებლობისათვის აჭარის საგზაო დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი დაიხარჯა.