ვინ გახდება აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი? 

13 თებ 2021

14 თებერვალს აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მოქმედი პრეზიდენტი ანზორ ლაზიშვილი და ხულოს სპორტის სკოლის დირექტორი მევლუდ წულუკიძე მიიღებენ.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატს განცხადების შეტანა 10 თებერვლამდე შეეძლოთ, პრეზიდენტს 34 დელეგატი შეარჩევს.