მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 172.8 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა

14 თებ 2021

ბლოომბერგის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 172 მილიონ 800 ათასზე მეტ ადამიანს  ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 52 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 15.8%-ს შეადგენს. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 40.5 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 2.8%-ს შეადგენს.

ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 21 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6 მილიონ ადამიანს უტარდება. ამ ტემპით მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 2 დოზით სრულ ვაქცინაციას 5 წელი დასჭირდება