ტეხასის შტატში ძლიერმა ქარბუქმა მილიონობით ადამიანი უშუქოდ დატოვა

15 თებ 2021

ამერიკის ტეხასის შტატის მილიონზე მეტი მცხოვრები ძლიერი ქარბუქის შედეგად ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, კვირას სტიქიის გამო მწყობრიდან გამოვიდა შტატის ქარის ელექტროსადგურების ნახევარი, რომელთა ტურბინები გაიყინა. ამან 12 ათასი მეგავატის დაკარგვა გამოიწვია. ამის გარდა ელექტროსადგურებს გაზის მიწოდებაც შეეზღუდათ.