პარლამენტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაზე მსჯელობს

16 თებ 2021

პარლამენტის კომიტეტები დაეთანხმნენ პროკურატურის შუამდგომლობას ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების შესახებ .გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა. 2 საათზე მეტია სესიაზე დეპუტატები სიტყვით გამოდიან და რამდენიმე წუთში უყრიან კენჭს საკითხს.პოლიტიკურ ცირკად აფასებს პარლამენტში მიმდინარე განხილვას ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია.