ბათუმში “მშობლების მარში” გაიმართება

17 თებ 2021

14 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო 26 თებერვალს ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის გასაპროტესტებლად ქვეყნის მასშტაბით „მშობლების მარში“ გაიმართება. “ნინისთვის”- 100 დღიან აქციას ბათუმშიც შეუერთდებიან. საინიციატივო ჯგუფმა გეგმაზე დღეს დაიწყო მუშაობა.

ეს არის კამპანია, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ.

ორგანიზატორები ითხოვენ რეფორმებს, რომლებიც სისტემურ პრობლემებს აღმოფხვრის.