აშშ-ში შტორმისა და ძლიერი ყინვის გამო 34 ადამიანი გარდაიცვალა

19 თებ 2021

აშშ-ში შტორმისა და ძლიერი ყინვის გამო 34 ადამიანი გარდაიცვალა. ტეხასსა და ოკლაჰომაში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 20 ადამიანი გარდაცვლილია ტეხასის შტატში, რომელიც სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა. ტეხასის შტატში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 325 ათასზე მეტი ოჯახი, ასობით ათასს ოჯახს კი წყალი არ მიეწოდება. ქალაქ ჰიუსტონში სურსათის მაღაზიებსა და ბენზინგასამართ სადგურებში დიდი რიგებია. ტეხასში, მისისიპიში, ოკლაჰომასა და კენტუკიში უამინდობის გამო გაუქმდა ასობით შიდა და საერთაშორისო რეისი.