პრემიერმა აშშ-ში ვიზიტის მიმდინარეობა შეაფასა

28 აპრ 2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის მიმდინარეობა შეაფასა. გიორგი კვირიკაშვილის  თქმით, ქართულმა მხარემ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან მიიღო გზავნილები, რომ საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გაფართოვდეს და გაღრმავდეს.