შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 375 ფაქტი გამოავლინა

21 თებ 2021

ბოლო 24 საათში  მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების  ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 375 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 92 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებიც  კომენდანტის საათის დროს გადაადგილდებოდნენ. პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 282 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.