''ნაციონალური მოძრაობის'' ოფისთან 21 ადამიანი დააკავეს 

23 თებ 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ დაკავებულებს შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე. 

ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული.

ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია დილით დაიწყო. სამართალდამცველებმა ოპოზიციის ლიდერი შენობიდან გაიყვანეს.