ყველა პარტია მოლაპარაკების მომხრე რჩება

24 თებ 2021

გაგრძელდება თუ არა დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის? ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სტრატეგია უცვლელია, აქციები ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.

ისინი კვლავ ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ, ხელისუფლების ოპონენტების მოთხოვნებს ნიკა მელიას გათავისუფლება დაემატა.

ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად ოპოზიცია მზად უნდა იყოს.