რესტორნები სახელმწიფო დახმარებას ელიან

24 თებ 2021

კვების ობიექტები დახურულ სივრცეში ჯერ აჭარაში, შემდეგ კი მთლიანად ქვეყანაში შეძლებენ მუშაობას.

კაფეებისა და რესტორნების მეპატრონეებისთვის პრობლემა, შაბათ-კვირას მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვაა, რადგან როგორც ამბობენ სწორედ ამ დღეებში ღებულობენ სტუმრების უმეტესობას, ასევე ხელს შეუშლით ღამის საათებში აკრძალული გადაადგილება.

მათგან განსხვავებით შაბათ-კვირას ღია იქნება სავაჭრო ცენტრები, სადაც რიგების კონტროლის გამოცდილება უკვე აქვთ და იმუშავებს ტრანსპორტი, ქალაქიდან ქალაქში და სოფლიდან ქალაქში გადაადგილებას მიკროავტობუსებით ხვალიდან შეძლებთ.