საერთაშორისო გამოხმაურებები

25 თებ 2021

ისევ სენატორები და დასავლელი პარტნიორების გამოხმაურება ნიკა მელიას დაკავებაზე. ევროკავშირი , სადაც თვლიან, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის დაკავებით პოლიტიკური პოლარიზაცია უფრო მეტად გაღრმავდა, მოუწოდებს  ყველა მხარეს, გააძლიერონ სიტუაციის დეესკალაციაზე მიმართული ძალისხმევა და საერთო ენა გამონახონ. კიდევ ერთი ამერიკელი სენატორი კი წერს, რომ მიმდინარე პროცესებით იმედგაცრუებულია.