01 მარ 2021
მიანმარის სამხედრო ხელისუფლებამ გაეროში მიანმარის წარმომადგენლის სკანდალური გამოსვლის შემდეგ მსოფლოს 19 ქვეყანაში მოქმედი მიანმარის საელჩოებიდან 100 დიპლომატი გამოიწვია.
გაეროში მიანმარის ელჩმა განაცხადა, რომ ქვეყნის ახალ ხელისუფლებასთან ყოველგვარ კავშირს წყვეტს და მსოფლიო ქვეყნებს მოუწოდა მიანმარში სამხედრო გადატრიალების დაგმობისკენ. მიანმარის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, უწყების 50-მდე დიპლომატი გამოწვეულ კოლეგებს ჩაანაცვლებენ.
გაეროში მიანმარის ელჩი ხელისუფლებამ უკვე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან და იგი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა.