ლომბარდები ახალ სისტემაზე გადადიან

02 მარ 2021

1-ლი აპრილიდან ლომბარდებს ვალდებულება ექნებათ, სპეციალურ პორტალზე ატვირთონ ყველა ჩაბარებული ნივთის ფოტო და მონაცემები.

ლომბარდები საქართველოში ჭარბვალიანობის მთავარ პრობლემად გადაიქცა და მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც ის კრიმინალის წამახალისებელი წყაროცაა - სწორედ ამ მიზეზით ახსნეს თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილება ხელისუფლებაში.

საქართველოში საფინანსო ბაზარზე დღეს რამდენიმე ასეული ლომბარდია.