სარკოზი მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს

03 მარ 2021

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებს. ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ მის საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. ორი დღის წინ პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო კორუფციასა და "გავლენით ვაჭრობაში".  სასამართლომ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქედან ორი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით სასჯელს გულისხმობს.